06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
ამერიკელი ექსპერტები აშშ-ის ადმინისტრაციას სომხეთში მიმდინარე პროცესების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი ანალიტიკოსები,  შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სომხეთში მიმდინარე პროცესების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აშშ-მ უნდა გაუწიოს დახმარება არჩევის შემდეგ სომხეთის ახალ მთავრობას და დაეხმაროს სომეხ ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, იმის მიუხედავად, როგორ შეხვდება ამას რუსეთის ფედერაცია.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს მოწვეულ, კონგრესის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ისაუბრეს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობისთვის ერევანში დაწყებული პროტესტი მოულოდნელი არ ყოფილა.  

მკვლევარი, ელენ აგექიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევებზე, ამბობს, რომ ამ დროისთვის სომხეთის დემოკრატიისთვის ძალიან ცოტაა საგარეო დახმარება.

სომხეთის თემაზე მომუშავე სპეციალისტების თქმით, უნდა მოხდეს სომეხი ხალხისთვის იმის დემონსტრირება, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დასავლეთი, კერძოდ კი შეერთებული შტატები, სანდო პარტნიორი იქნება.

დღის ამბები