06 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
სარგსიანის მოვალეობის შემსრულებელმა პაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.

კარენ კარაპეტიანის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციის ლიდერი მხოლოდ საკუთარ პირობებს აყენებს და ხელისუფლების პოზიციას არ ისმენს. კარაპეტიანმა პაშინიანს შეხვედრის ფორმატიც დაუწუნა.

მას მედიის თანდასწრებით მოლაპარაკების გამართვა მიუღებლად მიაჩნია. ოპოზიციის ლიდერმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს ხელისუფლების გადაბარების მიზნით დიალოგის დაწყება გუშინ შესთავაზა.

განცხადება ხავერდოვანი რევოლუციის მთავარმა იდეოლოგმა ერევნის ცენტრში გამართულ აქციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერის პოსტის დაკავებას აპირებს.

საპროტესტო აქციები ერევანში დღეს არ გაიმართება, თუმცა დემონსტრაციები სხვა ქალაქებში დაგეგმილია - მათ შორის გიუმრი-ში, სადაც აქციის მონაწილეები ავტოკოლონით აპირებენ ჩასვლას.

 

დღის ამბები