06 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება

ისტორიული შეხვედრის პირველი შედეგი - ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება. კიმ ჩენ ინმა კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ორი კორეა უახლოეს მომავალში გაერთიანდება და ერთი სახელმწიფო გახდება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების პროცესი და შესაბამისად, მშვიდობის ახალი ეპოქა იწყება.

განცხადებები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერმა პირველი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთეს.

ისტორიული შეხვედრა დემილიტარიზებულ ზონაში, სოფელ ფხან-მუნჯში გაიმართა.

კიმ ჩენ ინი ჩრდილო კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად გადაკვეთა საზღვარი და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა.

ლიდერებმა პირისპირ ისაუბრეს, სოფელში ფეხით გაისეირნეს და შერიგების ნიშნად ხე დარგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები