06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილო კორეებს შორის გამართულ ისტორიულ სამიტს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა

სამხრეთ და ჩრდილო კორეებს შორის გამართულ ისტორიულ სამიტს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

ოლიმპიური ნაკრების წევრებთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა მართლაც დამყარდება და ორივე კორეა ჰარმონიულად ცხოვრებას შეძლებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ფხენიანის ბირთვული განიარაღების მიზნით ის კიმ ჩენ ინს უახლოეს კვირებში შეხვდება.

პრეზიდენტმა ისიც გაამხილა, რომ შეხვედრის ადგილად ორი ვარიანტი განიხილება. მედიის ცნობით, ეს ქვეყნები შვეიცარია და შვედეთია. 

დღის ამბები