06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ანგელა მერკელს უმასპინძლა

ემანუელ მაკრონის შემდეგ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ანგელა მერკელს უმასპინძლა.

ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

საუბრის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემენ.

პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას გაუხსნა ხაზი გერმანიის კანცლერმაც და აღნიშნა, რომ ირანის ბირთულ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებს.

დონალდ ტრამპმა 12 მაისს უნდა დაასახელოს, განაახლებს თუ არა ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. 

დღის ამბები