06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
ნიკოლ პაშინიანი ვანაძორში, მომხრეებთან ერთად, ავტოკოლონით გაემგზავრა

სომხეთის საპროტესტო მოძრაობის ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ნიკოლ პაშინიანი ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში ჩავიდა.

ვანაძორში ოპოზიციის ლიდერი მომხრეებთან ერთად ავტოკოლონით გაემგზავრა. ნიკოლ პაშინიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს სამომავლო გეგმებს აცნობს.

ქალაქის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტია გამოსული, დღის ბოლოს კი, ტრადიციულად, მასშტაბური მიტინგი იგეგმება.

ვანაძორამდე ოპოზიციის ლიდერი ქალაქ გიუმრიში იმყოფებოდა, სადაც რუსული ბაზა მდებარეობს.

დღის ამბები