06 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ორმაგი ტერაქტი ავღანეთში - ქაბულში აფეთქებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა 

ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქში - ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ქაბულში რამდენიმე წუთის განმავლობაში 2 აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაზვერვის სამსახურის კუთვნილი შენობის სიახლოვეს აამოქმედა. მეორე აფეთქება კი ერთ-ერთი სამინისტროს შესასვლელთან მაშინ მოხდა, როდესაც უწყების თანამშრომლები შენობაში შედიოდნენ.

თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბოლო ტერაქტი ქაბულში ერთი კვირის წინ მოხდა, მაშინ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები