06 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარშის ლიდერმა მომხრეებს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ნიკოლ პაშინიანმა გუშინ საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, პარლამენტში დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები, სადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ იქნება საუბარი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გადაკეტილი ქუჩების ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგებს იგი მომხრეებს დღეს საღამოს დაგეგმილ მიტინგზე გააცნობს.

პრემიერ-მინისტრს სომხეთის პარლამენტი 1 მაისს აირჩევს.

დღის ამბები