06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ქაბულში ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა - მათ შორის 7 ჟურნალისტია 

ქაბულში მასშტაბური ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს.

ორი ძლიერი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილით 15 წუთიანი ინტერვალით მოხდა. ორივე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

დაღუპულთა შორის 7 ჟურნალისტია, მათ შორის სააგენტო "ფრანს პრესის" ფოტოგრაფიცაა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველი აფეთქების შემდეგ მივიდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თავდასხმის ადგილის მახლობლად ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის სამსახური და ნატოს კომპლექსი მდებარეობს.

დღის ამბები