06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ანამდებობაზე კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. გადაწყვეტილება ფრაქცია „ელკის“ წევრებმა დღეს დილით გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

საპროტესტო მოძრაობის ლიდერი კონსულტაციებს მართავს დანარჩენ საპარლამენტო ფრაქციებთანაც. სომხეთის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ხვალ უნდა აირჩიოს.

რეგიონებში გამართული აქციების შემდეგ ნიკოლ პაშინიანი ერევანში დაბრუნდა და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

ოპოზიციის ლიდერმა მომხრეებს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მზად არის პრემიერის პოსტის დასაკავებლად. 

დღის ამბები