06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. ემბერ რადის გადადგომის შესახებ მოთხოვნა პრემიერმა ტერეზა მეიმ უკვე დააკმაყოფილა.

სკანდალის მიზეზი ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ბრიტანეთში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურება.

თავდაპირველად ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა.

ემბერ რადი ტერეზა მეის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა. 

დღის ამბები