06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ტერაქტი ქაბულში - პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს.

ორი ძლიერი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილით 15 წუთიანი ინტერვალით მოხდა. ორივე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

დაღუპულთა შორის 8 ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების სამი კორესპონდენტი და სააგენტო "ფრანს პრესის" ფოტოგრაფიცაა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველი აფეთქების შემდეგ მივიდნენ.

იმავე რაიონში მდებარეობს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის სამსახური და ნატოს კომპლექსიც.  

დღის ამბები