06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
დასაქმებულების 7 თვიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, ქარხანა „აგარის შაქარი“ მუშაობას იწყებს

7-თვიანი საპროტესტო აქციისა და უმოქმედობის შემდეგ ქარხანა „აგარის შაქარი“ მუშაობას იწყებს. დასაქმებულებმა ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ ხვალიდან ქარხანა ამუშავდება და წარმოებას 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად გაზრდის.

გამარჯვება "აგარის ქარხნის" მოსამსახურე პერსონალს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მიულოცა.

ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად კი თანამშრომლებს თბილისამდე ფეხით ჩამოსვლა და კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვა მოუწიათ.

დღის ამბები