06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
ტერეზა მეიმ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დანიშნა

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დანიშნა. უწყების ხელმძღვანელობა საჯიდ ჯავიდმა ჩაიბარა, რომელსაც მანამდე რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მდივნის თანამდებობა ეკავა.

ჯავიდმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ემბერ რადი შეცვალა, რომელიც მიგრანტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.

გაირკვა, რომ სამინისტროში სპეციალური პროგრამა მოქმედებდა, რომელიც ბრიტანეთში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურებოდა.

თავდაპირველად, ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა.

დღის ამბები