06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
ისრაელის პრემიერი ირანს ბირთვული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანს ბირთვული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ირანის საიდუმლო საარქივო მასალების ასლები მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას ფარულად განაგრძობდა.

მისივე თქმით, 2015 წელს დასავლეთსა და თეირანს შორის გაფორმებული შეთანხმება სიცრუეზეა აგებული, რადგან ირანმა მაშინ მოლაპარაკების მონაწილეები მოატყუა და დაარწმუნა, რომ მას ატომური იარაღის პროგრამა არასდროს ჰქონდა.

ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალები რამდენიმე ტონა დოკუმენტაციას და ფოტოებს მოიცავს. მათ ისრაელი უახლოეს მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცემს.

დღის ამბები