06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
სომხეთი პრემიერის ასარჩევად ემზადება - კანდიდატად მხოლოდ ნიკოლ პაშინიანია წარდგენილი

სომხეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასარჩევად ემზადება. აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხავერდოვანი რევოლუციის მთავარი იდეოლოგი - ნიკოლ პაშინიანია წარდგენილი.

განხილვა პარლამენტი ამ წუთებში იწყება. ნიკოლ პაშინიანს პოსტის დასაკავებლად 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მის კანდიდატურას ყველა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ დაუჭირა მხარი, თუმცა მათ პარლამენტში მხოლოდ 47 მანდატი აქვთ. შესაბამისად პაშინიანს მმართველ პარტიის მინიმუმ 6 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სახალხო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკურ პროგრამას გაეცნობიან. საპარლამენტო სხდომა მასობრივი დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს.

ერევნის ცენტრალურ ქუჩებზე პაშინიანის მხარდამჭერები მშვიდობიან მსვლელობას მართავენ და მმართველ გუნდს სახალხო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები