06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
ირანი წლებია ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობს, რაც მსოფლიოს დაუმალა

ისრაელის პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ირანს ბირთვული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, არსებული სიტუაცია მიუღებელია და ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმება დატოვოს.

განცხადება გააკეთა ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მისი თქმით, ისრაელის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ირანი წლების განმავლობაში მუშაობდა ბირთვული იარაღის პროგრამაზე და ეს მთელ მსოფლიოს დაუმალა. ნეთანიაჰუს ბრალდებებს უპასუხეს თეირანშიც.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ისრაელის პრემიერის ბავშვური საქციელი მიზნად ისახავს დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენას, რომ 2015 წლის გარიგება რაც შეიძლება მალე დატოვოს. შეერთებულმა შტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 12 მაისამდე უნდა მიიღოს.

დღის ამბები