06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
პაშინიანს პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლად მმართველი პარტიიდან 7 ხმა სჭირდება

სომხეთის პარლამენტი პრემიერ მინისტრის პოსტზე ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას განიხილავს.

რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და კენჭისყრა დღესვე იგეგმება. საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ერთადერთი კანდიდატია. მას სამი ფრაქცია უჭერს მხარს და მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ 7 დეპუტატის ხმა ესაჭიროება.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ პაშინიანმა შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეზობელ ირანთან და საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას.

პრემიერობის კანდიდატი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივითაც გამოვიდა და განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად სომხეთმა ევროკავშირთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

პარლამენტში მიმდინარე სესიის პარალელურად პარლამენტის შენობის წინ პაშინიანის მომხრეთა მრავალათსიანი აქცია მიმდინარეობს.

დღის ამბები