06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ხანძარს ბრაზილიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სან-პაოლოს ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა და ჩამოინგრა.

26 სართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით მოედო და მალევე მთელს შენობაზე გავრცელდა.
არის მსხვერპლიც.

დაზუსტებით ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩამონგრევამდე შენობის ზედა სართულებზე ხალხი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ სამაშველო სამსახურებიც.

მათი ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსში 50 ოჯახი იყო შესახლებული, ცარიელ ბინებში კი უსახლკაროები ცხოვრობდნენ.

მაშველებისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ცეცხლის გაჩენის დროს. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

დღის ამბები