06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
დღეიდან სომხეთში სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია იწყება

დღეიდან სომხეთში სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია იწყება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, გვიან ღამემდე შეკრებილ ათობით ათასი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ოპოზიციის ლიდერი ერევნის ცენტრალურ მოედანზე მას შემდეგ მოვიდა, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. სხდომა 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პაშინიანის მომხრეები მთელი ამ ხნის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს რესპუბლიკის მოედნიდან ადევნებდნენ თავს. ნიკოლ პაშინიანმა აქციის მონაწილეებს დღეიდან გზების, აეროპორტების და რკინიგზის ბლოკირებისკენ მოუწოდა.
სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით განმეორებითი კენჭისყრა პრემიერ-მინისტის დასამტკიცებლად 1 კვირაში გაიმართება.

დღის ამბები