06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "მაგნიტსკის აქტი" დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "მაგნიტსკის აქტი" დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს თემთა პალატამ სანქციების შესახებ კანონპროექტში, ამასთან დაკავშირებით სპეციალური შესწორება შეიტანა.

კანონპრპოექტის მიხედვით, სანქციები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის იმ მოქალაქეებს დაუწესდება, რომლებიც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები.

კანონი ასევე გულისხმობს 2020 წლამდე ყველა იმ პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშები აქვთ. კანონპროექტი განსახილველად ლორდთა პალატას უკვე გადაეცა.

დღის ამბები