06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
მასობრივი არეულობა და დაკავებები საფრანგეთში - დემონსტრანტები მაკრონის რეფორმებს აპროტესტებდნენ

მასობრივი დაკავებებით დასრულდა პროტესტო აქცია პარიზში.

საფრანგეთის პროფკავშრირების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან მსვლელობას, სადაც ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებდნენ, ათას 200-მდე ექსტრემისული დაჯგუფების წევრი შეუერთდა, რის შემდეგაც აქცია მასობრიბვ არეულობაში გადაიზარდა.

შავებში ჩაცმულმა ულრტამემარცხენე "შავი ბლოკის" წევრებმა, პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, დაარბიეს მაღაზიები და ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს.

სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

 

დღის ამბები