06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
მაიკ პომპეოს პირველი დღე სახელმწიფო დეპარტამენტში

მაიკ პომპეოს პირველი დღე სახელმწიფო დეპარტამენტში - შეერთებული შტატების ახალი  სახელმწიფო მდივანი თანამშრომლებს შეხვდა.

მათ ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ სალივანმა წარუდგინა. მაიკ პომპეომ მის დასახვედრად შეკრებილ თანამშრომლებს სიტყვითაც მიმართა.

„თქვენ აირჩიეთ, ყოფილიყავით საგარეო საქმის ოფიცრები, სახელმწიფო მოხელეები ან მოსულიყავით აქ სხვადასხვა ბევრ თანამდებობაზე სამუშაოდ, რადგან პატრიოტები და დიდებული ამერიკელები ხართ.

გსურთ წარმოადგენდეთ მსოფლიოში ამერიკის სახის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩემი მისია იქნება გიხელმძღვანელოთ და მოგცეთ იმის გაკეთების საშუალება, რა მიზნითაც აქ მოხვედით.

თითოეული ძალისხმევა და ამოცანა, რომელსაც თქვენ ასრულებთ არის იმ საბოლოო მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის გატარებაა"- განაცხადა პომპეომ 

პომპეოს კანდიდატურა კონგრესმა ჯერ კიდევ 26 აპრილს დაამტკიცა.

დღის ამბები