06 ოქტომბერი 2024,   02:05
ვრცლად
პაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატი ოფიციალურად გახდება

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს ოფიციალურად გახდება,- ამის შესახებ მომხრეებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცნობა.

პაშინიანმა მომიტინგეებს საპროტესტო გამოსვლების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა. გუშინდელი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია კი მას შემდეგ შეწყდა.

ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა, 8 მაისის სესიაზე პარლამენტარების ერთი მესამედის მიერ წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს.

„სომხეთის რესპუბლიკას 8 მაისს კონსტიტუციის თანახმად არჩეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია არ წარადგენს თავის კანდიდატს ამ პოსტზე. მორიგ საპარლამენტო სასიაზე ჩვენ ხარს დავუჭერთ პარლამენტის ერთი მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეყანაში ამ წუთებში მიმდინარე აქციები, გაიხსნას გზები დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით, შეწყდეს აეროპორტის ბლოკადა"-განაცხადა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ვარამ ბაგდასარიანმა.

დღის ამბები