06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
12 დაღუპული - ლიბიაში მორიგი ტერაქტი მოხდა

მორიგი ტერაქტი ლიბიაში. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა ტრიპოლიში მდებარე საარჩევნო კომისიის შენობაზე განახორციელეს.

აფეთქებების სერიას სროლა მოჰყვა. შეიარაღებულმა პირებმა შენობაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.

შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

თავდასმხაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები