06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ავიაკატასტროფას აშშ-ში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავიაკატასრტოფას შეერთებულ შტატებში 9 ადამიანი ემსხვერპლა.

სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოს ეროვნულ გვარდიას ეკუთვნოდა, ჯორჯიის შტატში, ქალაქ სავანას აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

ის სასწავლო ფრენას ასრულებდა. თვითმხლველთა ინფორმაციით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში აფრენისთანავე გაუჩნდა.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 5 წევრი და 4 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა. ამ დრომდე უცნობია ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი.

დღის ამბები