06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
„კემბრიჯ ანალიტიკა“ მუშაობას წყვეტს და იხურება

ბრიტანული კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა,“ რომელსაც Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება ედება ბრალად, მუშაობას წყვეტს და იხურება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სკანდალის გამო ფირმამ კლიენტურა დაკარგა და გაკოტრდა.

”კემბრიჯ ანალიტიკა” Facebook-თან ერთად სკანდალში მარტში გაეხვია. მისმა ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, კრისტოფერ უაილიმ კომპანია მონაცემთა უკანონო მოპოვებაში ამხილა და განაცხადა, რომ ამ მონაცემებს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტორატზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ.

სკანდალთან დაკავშირებული გამოძიება კვლავაც გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები