06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა - სავარაუდოდ, ძრავში ჩიტი შევარდა

სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. „სუ 30“ ლატაკიის რეგიონში ჰმეიმიმის ბაზიდან აფრინდა, თუმცა სიმაღლე ვეღარ აიღო და ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ძრავში ჩიტი შევარდა, რაც კატასტროფის მიზეზი გახდა.

 

დღის ამბები