06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ ირანსა და დასავლეთს შორის გაფორმებული შეთანხმებიდან არ გავიდეს

გაეროს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ ირანსა და დასავლეთს შორის გაფორმებული შეთანხმებიდან არ გავიდეს. განცხადება ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა ტელეკომპანია "ბი ბი სი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

გენერალური მდივნის შეფასებით, 2015 წლის შეთანხმება მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა და ის უნდა შენარჩუნდეს.

საკუთარი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა 12 მაისამდე უნდა გამოაცხადოს. შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაში შეთანხმების დატოვებით ოფიციალური თეირანიც იმუქრება. 

დღის ამბები