06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
ინდოეთში ქვიშის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა

ინდოეთში ქვიშის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქვიშის შტორმმა, რომელსაც ძლიერი ჭექა-ქუხილი და წვიმა ახლდა თან, ყველაზე მეტად 2 შტატი დააზარალა.

მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი. დაზიანებული ელექტრო ხაზების გამო მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ქარის სიჩქარე 130- კილომეტრ საათს აღწევდა.

დღის ამბები