06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
ნობელის კომიტეტი ბოლო 75 წლის განმავლობაში პირველად, ლიტერატურის დარგის გამარჯვებულს არ გამოავლენს

ნობელის კომიტეტი ბოლო 75 წლის განმავლობაში პირველად ლიტერატურის დარგის გამარჯვებულს წელს არ გამოავლენს. გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მიიღეს.

მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც შვედეთის კომიტეტი გაეხვია. გაირკვა, რომ კომიტეტის წევრები ლაურეატების ვინაობის შესახებ ინფორმაციას გამოცხადებამდე ავრცელებდნენ.

მეორე სკანდალი კი სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება, რომელშიც კომიტეტის ერთ-ერთი წევრის მეუღლე ფიგურირებდა. მას 18-მა ქალმა უჩივლა. დაზარალებულთა მტკიცებით შემთხვევები აკადემიის კუთვნილ შენობაში ხდებოდა.

ორივე სკანდალის გამო კომიტეტი რვა წევრს დაატოვებინეს. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2018 და 2019 წლების პრემიის მფლობელებს ლიტერატურის დარგში მომავალ წელს ერთად გამოავლენენ. 

დღის ამბები