06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
პრინც ჰარის და მეგან მარკლის სასიყვარულო ისტორია ფილმად - პრემიერა სამეფო ქორწილამდე 6 დღით ადრე გაიმართება

მოახლოებული სამეფო ქორწილის მოლოდინში პრინც ჰარის და მეგან მარკლის სასიყვარულო ისტორიის ნახვა დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი.

„live time network“-მა ახალი ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო სახელწოდებით „ჰარი და მეგანი“. სატელევიზიო პრემიერა სამეფო ქორწილამდე 6 დღით ადრე, 13 მაისს გაიმართება. თუმცა, პირველი ჩვენება ბევერლი ჰილსში უკვე შედგა.

ბრიტანელი პრინცის და ამერიკელი მსახიობის სასიყვარულო ისტორიაში მთავარ როლებს პროფესიონალი მსახიობები ასრულებენ.

პრინცი ჰარი ფილმში ირლანდიელმა მსახიობმა, მიურეი ფრეიზერმა განასახიერა, მეგან მარკლის სახე კი პარისა ფიც-ჰენლიმ შექმნა.

დღის ამბები