06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ერთ დროზე გადავიდა

კორეის ისტორიული სამიტის პირველი შედეგი - სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ერთ დროზე გადავიდა.

ჩრდილოეთ კორეამ საათი 30 წუთით უკან გადასწია და სამხრეთ კორეის დროს დაამთხვია.

ნახევარსაათიანი ინტერვალის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინიმ 27 აპრილს სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის დროს მიიღო.

ამავე სამიტზე ჩრდილო კორეის ლიდერმა ორი კორეის გაერთიანების სურვილი გამოთქვა და ნახევარკუნძულის განიარაღების პირობა დადო.

კრიზისის მოგვარების მიზნით, კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან შესახევდრად ემზადება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დრო და ადგილი უკვე შეთანხმებულია, თუმცა, კონკრეტული ინფრომაცია არ გაასაჯაროვა.

ისტორიული მოლაპარაკება მაისის ბოლოსაა დაანონსებული. თეთრი სახლის განცხადებით, კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპი 22 მაისს მოლაპარაკებას სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართავს.

დღის ამბები