06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
დონალდ ტრამპი დალასში "მსროლელთა ეროვნული ასოციაციის" ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

დონალდ ტრამპი დალასში მსროლელთა ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასოციაციის წევრებს ნოემბერში კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტრამპის მტკიცებით, დემოკრატები გახშირებული თავდასხმების ფონზე იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას შეეცდებიან.

პრეზიდენტმა პარალელი გაავლო ბრიტანეთთან და აღნიშნა, რომ იარაღის შესახებ უმკაცრესი კანონის მიუხედავად, ლონდონში თავდასხმებს დანებით აწყობენ და ამის გამო, საავადმყოფოები საომარ ზონას ჰგავს.

პრეზიდენტმა 2015 წლის პარიზის ტერაქტებიც გაიხსენა. მისი შეფასებით, მაშინ დარბაზში ვინმეს იარაღი რომ ჰქონოდა, მსხვერპლი ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა. 

დღის ამბები