06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტი, ჩარლი როუზი, სასამართლოს წინაშე წარდგება

სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ჩარლი როუზს სამმა ქალმა სასამართლოში უჩივლა.

ისინი CBS-ის ახალი ამბების ყოფილ წამყვანს შეუფერებელ ქცევასა და უხამსი ლექსიკის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ცნობილი ჟურნალისტი მათ ხშირად სხეულზე ეხებოდა, ღამის საათებში ურეკავდა და უხამსი ლექსიკით ინტიმური კავშირს სთავაზობდა.

ჩარლი როუზი სექსუალური შევიწროებაში სულ 8 ქალმა დაადანაშაულა. სკანდალური ინფორმაცია ვაშინგტონ პოსტმა რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა.

ბრალდებები ჟურნალისტმა კატეგორიულად უარყო, თუმცა, სკანდალის ფონზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან დაითხოვა.

დღის ამბები