06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
თურქეთი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

თურქეთი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. საკუთარი კანდიდატები ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კანდიდატურა წარადგინა.

მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი კი უმსხვილესი ოპოზიციური მოძრაობის - რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუჰარემ ინჯე იქნება, რომელიც ლიბერალური პოლიტიკის მომხრეა და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თურქეთის პირველი პირის თანამდებობისთვის ჯამში 7 პოლიტიკოსი იბრძოლებს. აქედან 4 დამოუკიდებელი კანდიდატია. დღეიდან ისინი კანდიდატებად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2019 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიგგარეშე კენჭისყრა დანიშნა.

არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.

ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადავა.

დღის ამბები