06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილო კორეის საზღვარის მახლობლად შეტაკებები მოხდა

შეტაკებები სამხრეთ და ჩრდილო კორეის საზღვარის მახლობლად - ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

არეულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა საზღვრის მიმართულებით, საჰაერო ბურთების გამოყენებით, ფხენიანის საწინააღმდეგო პროკლამაციების გაშვება სცადეს.

ოფიციალური სეული და ფხენიანი ურთიერთობის ნორმალიზებას გასულ კვირას ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული ისტორიული მოლაპარაკების შემდეგ ცდილობენ.

სამხრეთ კორეამ საზღვარზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა შეაჩერა, ჩრდილოეთ კორეამ კი საათი სეულის დროს დაამთხვია.

დღის ამბები