06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
რუსეთში ოპოზიციის გამოსვლები მასობრივი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

რუსეთში ოპოზიციის გამოსვლები მასობრივი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები აქციებს ლოზუნგით - "პუტინი მეფე არ არის", ქვეყნის დიდ ქალაქებში მართავენ, თუმცა, იმის გამო, რომ მიტინგები არასანქცირებულია, პოლიცია აქტივისტებს შეკრების საშუალებას არ აძლევს.

ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ქვეყნის მასშტაბით უკვე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ნავალნის კრასნოიარსკის შტაბის თანამშრომელი. ოპოზიციის ლიდერების მტკიცებით, მას პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინ მიტინგები რუსეთის ასზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი.

დღის ამბები