06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
ჰავაიზე მასშტაბური ევაკუაცია გრძელდება - ვულკანმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

ჰავაიზე მასშტაბური ევაკუაცია გრძელდება. ვულკან კილაუ-ეას ამოფრქვევის შედეგად გადმოსულმა ლავამ უკვე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ხოლო მომწამვლელი აირმა საშიშროება ახლომდებარე დასახლებაში მყოფ ადამიანებს შეუქმნა.

სამაშველო სამსახურებმა 2000-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ ვულკანის გააქტიურებას კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები