06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ერდოღანი სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტი სირიის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციების ჩატარების პირობას დებს.

ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები გააცნო.

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საზღვრისპირა რეგიონებში ოპერაციას ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში გააგრძელებს.

ერდოღანმა ბრიუსელთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განცხადა, რომ ოფიციალურ ანკარას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს ის ევროპის ლიდერებისგან ვერ ხედავს.

დღის ამბები