06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
2 დაღუპული და 3 დაკარგული - მიწისძვრის გამო პოლონეთში ქვანახშირის შახტი ჩამოინგრა

პოლონეთში მიწისძვრამ ნახშირის შახტში ნგრევა გამოიწვია.სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მაშველები ამ დრომდე 3 დაკარგულ მეშახტეს ეძებენ.

მიწისძვრის დროს 900 მეტრის სიღრმეზე სულ 7 ადამიანი იყო დარჩენილი.

აქედან ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

შახტთან იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.

დღის ამბები