06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ტუტანხამონის სამარხში საიდუმლო ოთახი არ აღმოჩნდა

ტუტანხამონის სამარხში საიდუმლო ოთახი არ აღმოჩნდა - ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ეგვიპტის ფარაონის აკლდამაში ცარიელ სივრცეს 2016 წლიდან ეძებდნენ.

არქეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ კედლის მიღმა დედოფალ ნეფერტიტის საფლავი უნდა ყოფილიყო. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტებმა სივრცეს თანამედროვე აპარატურით განმეორებითი სკანირება ჩაუტარეს და იქ საიდუმლო ოთახის არსებობა არ დაადასტურეს.

ეგვიპტის ხელისუფლებამ მეცნიერების საბოლოო დასკვნა აღიარა და განაცხადა, რომ ტუტანხამონის სამარხში სხვა ოთახის ძებნას შეწყვეტს.

დღის ამბები