06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
სომხეთის პარლამენტი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს

სომხეთის პარლამენტი დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

მთავრობის მეთაურის პოსტზე ერთადერთმა კანდიდატმა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, მომხრეებს დილიდან ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ნიკოლ პაშინიანმა გუშინ საღამოს აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტარების უმრავლესობა მის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარს დაუჭერს.

დღის ამბები