06 ოქტომბერი 2024,   02:05
ვრცლად
ბირთვული შეთანხმება ირანთან - ტრამპი გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს 

დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპი კონგრესს, ასევე მის ევროპელ კოლეგებს შეთანხმებაში შესწორებების შეტანისკენ მოუწოდებდა.

შეთანხმებიდან ამერიკის შესაძლო გასვლას შეცდომას უწოდებენ გერმანიაში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

ოფიციალური თეირანი კი შეერთებულ შტატებს საპასუხო ქმედებებით ემუქრება.

დღის ამბები