06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფები გერმანიაში მსხვერპლით დასრულდა

სარკინიგზო კატასტროფებს გერმანიაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ბავარიაში, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო შემადგენლობები შეეჯახა.

ავარიის შედეგად მატარებლის მემანქანე და ერთი მგზავრი დაიღუპნენ. დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი. ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზი.

რამდენიმე საათით ადრე, ბავარიის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მანქანაში მჯდომი ორი ადამიანი.

დღის ამბები