06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
ტრამპმა პუტინს პრეზიდენტობა მიულოცა, თუმცა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვისკენ მიუთითა

ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციებზე, 1600 დემონსტრანტის დაკავების ფაქტს ეხმაურება და რუსეთის ახალ პრეზიდენტს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ახსენებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინის ინაუგირაციამდე 2 დღით ადრე მასშტაბური დემონსტრაციებთან დაკავშირებით, პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს პოსტის დაკავება მიულოცა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. 

5 მაისს, პუტინის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთის ქალაქებში 1600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები