06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
პარაგვაი საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

შეერთებული შტატებისა და გვატემალას შემდეგ საელჩოს იერუსალიმში პარაგვაიც გადაიტანს. ინფორმაცია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა.

მედიის ცნობით, პარაგვაის ახალი საელჩოს გახსნის ცერემონია მაისში გაიმართება და ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრება.

პარაგვაი რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობის თელავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები