06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
6 გარდაცვლილი და 60 დაშავებული - საჰაერო იერიში იმენში

იემენში საჰაერო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში, შეტევა დედაქალაქ სანააში მდებარე პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე მიიტანა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 60 ადგილობრივი მოსახლე. კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით, საჰაერო იერიშის სამიზნე იემენის დეფაქტო მმართველი რევოლუციური საბჭოს ჰუსიტი ლიდერები იყვნენ, რომლებიც შეტევის დროს სასახლეში იმყოფებოდნენ.

დღის ამბები