06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
სომხეთის პრემიერის დამტკიცება - პარლამენტში საგანგებო სესია მიმდინარეობს

სომხეთის პარლამენტში საგანგებო სესია მიმდინარეობს, რომელზეც ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დაამტკიცონ. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატია -ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი და სახალხო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი.

ცნობილია, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. სხდომას ესწრება ცნობილი ამერიკული როკჯგუფის "System of a Down"-ის სოლისტი, სომეხი ემიგრანტი სერჟ ტანკიანი, რომელიც სახალხო მოძრაობას შეერთებული შტატებიდან სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

სესიას დიდ ეკრანზე თვალს ადევნებენ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია-კონცერტიც იმართება. ოპოზიციის მხარდამჭერები ამ წუთებში მოედანზე დამონტაჟებული დიდ ეკრანზე  სომხეთის პარლამენტში პაშინიანის გამოსვლას უყურებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები