06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
უკვე პრემიერი ნიკოლ პაშინიანი ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებთან მივიდა

ერევნის რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრად არჩეული ნიკოლ პაშინიანი მივიდა და აქციაზე შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ ოპოზიციის ლიდერის პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებას ისტორიულს უწოდებენ.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეიდან რადიკალური ცვლილებები დაიწყება. აქციის მონაწილეებს სჯერათ, რომ ნიკოლ პაშინიანი მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.

„გამარჯობა! მივესალმები საქართველოს, თქვენ პირველებმა მოახდინეთ რევოლუცია, ჩვენ მეორე ქვეყანა ვართ და ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანიც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, “- განაცხადა აქციის მონაწილემ.

სომხეთის პარლამენტმა ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი და სახალხო მოძრაობის ლიდერი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა. ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 42. რიგგარეშე სესიას დარბაზშივე ადევნებდა თვალს ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის "System of a Down"-ის სოლისტი სერჟ ტანკიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები